18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღე - აქციის მონაწილეები მსვლელობოთ სამების საკათედრო ტაძართან მივიდნენ

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად თბილისში მსვლელობა მოეწყო. ამ წუთებში სასაულიერო პირები და მრევლი სამების საკათედრო ტაძართან იმყოფება, სადაც ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ოჯახებს დალოცავს. ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა თბილისის ცენტრში 5 სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო, სადაც სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი იყო შეკრებილი. გაიმართა კონცერტებიც.

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე 2014 წლის 17 მაისიდან აღინიშნება, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ დღის აღნიშვნა სწორედ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაუპირისპირა.

დღის ამბები