18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
11-12 მარტის მოვლენები - მოსამართლემ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

11-12 მარტის არეულობაში მონაწილე 8 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა ბათუმში. პროცესს 7 მათგანი ესწრებოდა, კიდევ ერთ ბრალდებულთან დაკავშირებით კი, სასამართლო ფსიქიატრების დასკვნას ელოდება. მოსამართლემ დაკავებულებს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი, რაც არეულობაში მონაწილეობას ითვალისწინებს.

შემდეგი სხდომა 29 მაისს ჩაინიშნა.

ადვოკატები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან და მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

„პირები, რომლებმაც წაუკიდეს ავტომანქანებს ცეცხლი, რომლებმაც პოლიციელებს დაუზიანეს ჯანმრთელობა, ესენი არ გახლავთ ის პირები, რომლებიც ამ საქმეზე არიან დაკავებულები. აღნიშნული დასტურდება ვიდეო მასალით, სატელეფონო ანძების მონაცემებით, დაცვის მხარის მოწმეებით,“ - აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

დღის ამბები