18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
პალმის ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას გადმოვარდა

შეფერხებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა გვიან ღამით ფოთში, ნაბადას უბანში. მიზეზი პალმის ხე გახდა, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ. ხე ტრანსპორტირებისას გადმოვარდა.

ხე, შეფუთულ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მისაბმელი ამოტრიალდა.

პალმის ხე ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და ის ფოთის პორტში შემოიტანეს, საიდანაც შეკვეთილში უნდა გადაეტანათ.

პალმის ხე ამჟამად იმ გადამზიდავი კომპანიის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ტრასპორტირება.

დღის ამბები