18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
საპრეზიდენტო კამპანია "მოითხოვე ქართულის" პირველი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საპრეზიდენტო კამპანია მოითხოვე ქართულის პირველი გამარჯვებულები დააჯილდოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

სპეციალური დაგროვებითი ბარათის პრეზენტაციიდან 1 თვის შემდეგ, აპრილის 10 ყველაზე აქტიური მომხმარებელი გამოვლინდა.

მათ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ხელმოწერით სამახსოვრო სერტიფიკატები და 40-ზე მეტი ქართული კომპანიის სპეციალური პრიზები გადაეცათ.

საპრეზიდენტო პროგრამის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ეკონომიკის სტიმულირებაა.

დღის ამბები