ლაშა თორდია არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში იწყება და განხილვის მთავარი თემა იქნება, რა მოხდა შარდენზე 13 მაისს, რატომ ადანაშაულებს ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმაში და რა დასკვნა მოამზადა აუდიტის სამსახურმა ყოფილ მთავარ პროკურორზე.
“არის ძალიან მნიშვნელოვანი, გავიგოთ დეტალები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც იგი საუბრობდა, ვგულისხმობ მერიაში მიმდინარე პროცესებს და იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელსაც სწავლობდა აუდიტის სამსახური და რა ფორმით ფიგურირებს ამ ყველაფერში ბატონი ფარცხალაძის კომპანია. ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ამ ინციდენტთან,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.