18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
გელა ხვედელიძის საქმის ახალი გარემოებები - თავდამსხმელები და ავტომობილი იდენტიფიცირებულია

გელა ხვედელიძის თავდამსხმელები და ავტომობილი იდენტიფიცირებულია. ხვედელიძის ადვოკატები საქმის ახალ გარემოებაზე საუბრობენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმეზე ადვოკატები ხვედელიძის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ვიდეო მასალას სრულად ასაჯაროვებენ.

მათი თქმით, საქმის გამოძიება სუს-ის დავალებით ჭიანურდება და არ გამორიცხავენ, რომ ვიდეო მასალის დამონტაჟება მოხდეს.

„ჩვენი აზრით, წაღებულია სუს-ში ვიდეო მასალა და, ალბათ, მიდის იქ დამონტაჟება ან იმ ვიდეო მასალის წაშლა, რომელიც ჩვენს ხელთ არის მოპოვებული. ძალიან დიდი ეჭვია სდა ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ, დააბრუნონ საგამოძიებო ორგანოებში,“ - განაცხადა ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ. 

დღის ამბები