აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მუნიციპალიტეტის პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის სპეციალური კურსი, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ, 5 საათით მცირდება.
ამ დრომდე მათ მერია 20 საათიან რეაბილიტაციას უფინანსებდა. აქციაზე მყოფი მშობლების თქმით, მერიის მიერ გამოყოფილი თანხა „ნაგავში გადაყრილი“ იქნება, რადგან 15 საათიანი რეაბილიტაცია არ იქნება სწორი მიდგომა. მათი თქმით, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
მშობლების პროტესტს დღეს თბილისის მერმა უპასუხა, დავით ნარმანიამ პროგრამის კორექტირება ფინანსების სიმცირით ახსნა.