ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის პროექტის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაო განიხილეს. ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. სხდომა დავით სერგეემკომ გახსნა.
შეხვედრაზე მიმდინარე აქტივობები განიხილეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს. მიმდინარეობს მუშაობა ქართულენოვანი პორტალის სრულყოფაზე, სადაც, 2017 წლის ოქტომბერში სხვადასხვა კლინიკური დარგის 85 თარგმნილი მოდული განთავსდება.
“პროექტის მიზანი არის მომსახურების გაუმჯობესება, რომელსაც ექიმები ინფექციური დაავადებებისა და სხვადასხვა სპექტრის დაავადებების მკურნალობისას უზრუნველყოფენ. ახლა აქტიურად ვთარგმნით მასალებს ქართულ ენაზე. სამედიცინო სფეროს უკვე საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი სარგებლობს ამ წყაროებით და ძალიან კარგ გამოხმაურებას ვიღებთ,” – განაცხადა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის კლინიკურმა დირექტორმა კირენ უოლშიმ.