პოლიტიკური დოკუმენტის საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პრეზენტაცია გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში.
შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესში მთავარ გამოწვევებსა და საჭირო ნაბიჯებზე ისაუბრეს. დოკუმენტის ავტორები ხელისუფლებას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ე.წ. გაწევრიანების საგზაო რუკის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.