პარტია თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თსუ-ის პირველ კორპუსთან პლებისციტის ჩატარებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
მათი მოთხოვნებია, პრეზიდენტი ხალხის მიერ, პირდაპირი წესით ირჩეოდეს და პარლამენტში ბარიერ გადალახულმა პარტიებმა ადგილების რაოდენობა აღებული ხმების პროპორციულად მიიღონ.