18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
25 ლარიანი დენის ტარიფი - უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახს სოციალური დახმარება იმის გამო მოუხსნეს, რომ ჩვეულზე ცოტა მეტი ელექტროენერგიის გადასახადი მიუვიდა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში, გერგედავების ოჯახის სამსულიან ოჯახში с ჰეპატიტით დაავადებული მამა, ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილი და უსინათლო ბებია ცხოვრობს. ოჯახში არავინ მუშაობს, შესაბამისად, მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარება იყო, თუმცა ეს უკანასკნელი მოუხსნეს.

სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი კი, 25 ლარის ოდენობის დენის გადასახადი გახდა. გერგედავების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის ახლა საჭმლის ფულიც პრობლემა იქნება.

ზუგდიდის რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოში აღიარებენ, რომ ქულების დათვლის მეთოდოლოგიაში გარკვეული პრობლემებია, თუმცა მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლიათ. დახმარების მოხსნის მთავარ მიზეზად აქაც ელექტროენერგიის გადასახადს ასახელებენ.

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები