18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა ერთი დოკუმენტი

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა ერთი დოკუმენტი. ამჯერად ის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მოამზადეს. მასში საუბარია სოციალური უფლებების მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

მათ შორის, სოციალური საარსებო მინიმუმის უფლებრივ სტანდარტზე, უმუშევრობის საკითხსა და შრომის უფლებების დაცვაზე.

"ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენს მიმართვაში ძალიან მძიმე კონტექსტი, ის კონტექსტი, რაც არის ქვეყანაში, თუნდაც დაღუპვის და დაშავების კუთხით, ძალიან მძიმე მაჩვენებლები, რაც არის რეალური საფუძველი ჩვენთვისაც, რომ მიგვემართა კომისიისთვის თავის დროზე, ამ ჩანაწერის გაჩენის თაობაზე," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, ლინა ღვინიანიძე. 

დღის ამბები