18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის ბრძოლას 24 კანდიდატი გააგრძელებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის ბრძოლას მომდევნო ეტაპზე 24 კანდიდატი გააგრძელებს. მათთან გასაუბრება 27-28 მაისს იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. საბოლოოდ კომისია ხუთს, მთავრობა კი, ამ ხუთიდან სამს შეარჩევს.

ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინება, რომელიც საბოლოოდ ერთ კანდიდატს დაამტკიცებს.

შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს.

„მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. ამისკენ მოვუწოდებ იგივე კომისიას, რომ თუნდაც მაქსიმალური საჯაროობა ვაჩვენოთ მუშაობის პროცესში. თუმცა, უკვე მაქვს მე გარკვეული კითხვის ნიშნები, რატომ მოხდა შესარჩევი კომისიის წევრთა შემადგენლობის გადახედვა და რატომ მოხდა თუნდაც მოსამართლეების დამატება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სამოქალაქო სექტორში იმედოვნებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და გასაუბრება გამჭვირვალედ წარიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ქართველი მოსამართლეების კანდიდატურები ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთხელ ჩავარდება.

„თუ ხელისუფლება აპირებს, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩავარდებიან და ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რომ მეორედ ჩავარდნენ კანდიდატები. თუმცა, ძალიან მაგარ კანდიდატებს აქვთ შემოტანილი და თუ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება, ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგი მოსამართლე,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

დღის ამბები