18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"საია" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პირველ ეტაპზე გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყველთაო განხილვის პირველ ეტაპს აფასებს და გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათი განცხადებით, განხილვების დროს ფართო საზოგადოებას არ ქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად და აქტიურად ჩართულიყო პროცესში.

საიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოესმინა მოქალაქეების მოსაზრებები, განსაკუთრებით ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული შეხედულებები.

„საერთო ჯამში იკვეთებოდა იმგვარი ტენდენცია, რომ ხელისუფლებას სურდა მოესმინა უმეტესწილად მისთვის სასურველი მესიჯები, ნაცვლად კრიტიკული მოსაზრებებისა. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მოსული იყვნენ წინასწარ დაწერილი კითხვებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო გარკვეულწილად ორგანიზებული პროცესი და არა სპონტანური საყოველთაო სახალხო განხილვა, სადაც მოქალაქეები მიდიან და უკვე უშუალოდ თავიანთ აზრებს აფიქსირებენ,“ - აღნიშნავს საიას იურისტი სოფიო ჭარელი

დღის ამბები