შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, 19-20 მაისს აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მართავს სახელწოდებით "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში".
კონფერენციის მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაში მონაწილეობას 70-მდე მომხსენებელი მიიღებს. მსჯელობის საგანი იქნება, რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისთვის კონსტიტუციური რეფორმა.