18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ივნისის ბოლოს უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება

ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი.

შესრულებული სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. 

დღის ამბები