გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ოკუპანტებმა ზუსტად ერთი წლის წინ გიგა ოთხოზორია საკონტროლო გასროლით მოკლეს, მანამდე კი მასზე ფიზიკურად იძალადეს.
დღეს მის საფლავთან ოთხოზორიას დედა, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და გიგა ოთხოზორიას მასწავლებლები შეიკრიბნენ. გიგა ოთხოზორიას დედამ კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და მისი შვილზე მოძალადეების გადმოცემის სააკითხის დაყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის მკვლელის, კანჯიოღლის დაკავებას და ქართული მხარისთვის გადმოცემას ითხოვს.