მზიურის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ბომბის არსებობის გამო მეთიუ ვარშუსის ფილმის, "პრაიდის" ჩვენება ჩაიშალა.
ფილმის სანახავად მისულ მაყურებელს სამართალდამცავები დაშლისკენ მოუწოდებენ, მიზეზად კი ბომბზე შესულ შეტყობინებას ასახელებენ.
მზიურში ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი, რომლის ჩვენებასაც ცოტა ხნის წინ მზიურთან სასულიერო პირები იყვნენ მისულები და ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.