უამინდობა შიდა ქართლში - გადაუღებელ წვიმებს სეტყვაც დაერთო. გორის რაიონის სოფელ ვარიანსა და არაშენდაში ძლიერი სეტყვა და წვიმა, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
სტიქიამ ნათესები და ბაღჩეული კულტურების დიდი ნაწილი გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.