13 მაისი 2024,   08:43
ვრცლად
მივმართავ ხელისუფლებას, მიხედონ გურიის რეგიონს - ნიკა მელია დაბა ნარუჯაში მოსახლეობას შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, გურიაში, დაბა ნარუჯაში, მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების თქმით, სოფელში მძიმე მდგომარეობაა, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე დასაქმების მხრივ.

ნიკა მელიამ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას გურიის რეგიონის პრობლემების დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„დანაშაულის ტოლფასია, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იქ, სადაც უამრავი პრობლემაა გაზიფიცირებასთან დაკავშირებული, ხედავთ, გზა რა დღეშია, თითქმის ყველა სოფელში, აი, ამ დროს გამგებელი ვერ ითვისებს 4 მილიონ ლარს. მე მივმართავ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ მიხედონ გურიის რეგიონს. აქ არიან წარმოუდგენლად არაკომპეტენტური გამგებლები,“ - აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები