ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მრავალსართულიანი შენობა შენდება. ადგილობრივები ნახევარსაუკუნოვანი ნაძვის მოჭრას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მშენებლობას კიდევ რამდენიმე ხე შეეწირა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ სკვერის გაჩეხვის გამო ჰაერი კიდევ უფრო დაბინძურდება და ბავშვებს გასართობი ზონაც აღარ დარჩებათ.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მათ ხის მოჭრის ბრძანება არ გაუციათ კომპანიის სახელზე, რომლიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
„ზედამხედველობის სამსახურის მეირ შედგენილი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 151-ე მუხლით, რომელიც გადაგზავნილია სასამარლოში განსახილველად. ეს ტერიტორია აღნაგობის უფლებით არის გადაცემული შპს ალფა პლუსისთვის, რომელიც დირექტორიც არის მამუკა ორმოცაძე,“ - განაცხადა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, ზვიად წაქაძემ.