ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური კარმიდამოს პრეზენტაცია გაიმართა. მუზეუმში მოეწყო ექსპოზიცია, სადაც მე-19-20 საუკუნის ოსური ოჯახისთვის დამახასიათებელი საგნები, ტანსაცმელი წარადგინეს.
მუზეუმის წარმომადგენლების თქმით, დაზიანებულ სახლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
„ახლა მოგვეცა საშუალება სრული რეაბილიტაციის და ეს შექმნილია აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით, როგორც ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება. ის ხდება ის ადგილი, რომელშიც ხდება ბევრი აქტივობა,“ - განაცხადა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.