დატბორილი სახლები და სახნავ-სათესი მიწები - ადიდებულმა რიონმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დააზარალა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია 8 ოჯახი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები.
მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ მდინარის ადიდება გამოიწვია. ჩაკეტილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაც.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.