„ერთი შთაბეჭდილება დამრჩა, ადრე ინგლისში სპეციალური სამსახური არსებობდა, როცა ადამიანს ხორხის ოპერაციას უტარებდნენ და ერთ ხმაზე მღეროდნენ, პროკურატურა და მოსამართლე ერთ ხმაზე მღეროდნენ, მამლის ყივილი იყო მეფის კართან,“ - ამის შესახებ განსხვავებულ აქცენტებში მამა ანდრია სარიამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მამა ანდრია სარიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე „უსიყვარულოდ არის გაწირული“. მისი თქმით, დეკანოზი საპატრიარქომაც და პროკურატურამაც გაწირა.
მამა ანდრია მიკერძოებულობაზე და პროკურატურის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს. მამა ანდრია სარიას შეფასებით, საქმის პროკურორი სასამართლოზე ვიღაცის დაწერილს კითხულობდა.
მამა ანდრია სარია დეკანოზ მამალაძეზე აცხადებს, რომ „უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში“.
ის ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილისა და პროკურატურის მსხვერპლია და აღნიშნავს, რომ "ეს იყო იერიში მეუფე დიმიტრიზე".
მან მეუფე პეტრე ცაავაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის სიმართლეს იცავს. მამა ანდრიას თქმით, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მისი განცხადებით, პატრიარქი ვაკუუმშია.