ორთაჭალაში დედის მკვლელობის ბრალდებით სამართლადამცველებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა, შსს-ში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც შსს-ში რუსთავი2-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.