18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო - პირველ გამოცდას მოზარდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. პროცესი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. 

ათას 500 სკოლიდან, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული, პრობლემა მხოლოდ 4 მათგანს შეექმნა. როგორც ცნობილია, მარნეულში და აჭარაში, საჯარო სკოლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ამ წუთისთვის იქ არ არის დაწყებული გამოცდა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 3 მათგანში ელექტროენერგია სკოლაში აღდგა და მეოთხე სკოლაშიც მისი აღდგენის შემდეგ დაიწყება გამოცდა.

წელს აბიტურიენტები 4 გამოცდას აბარებენ. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 48 ათასამდე აბიტურიენტი.

„გამოცდა ერთდროულად ტარდება ათას 500-ზე მეტ სკოლაში. ტარდება იმავე სისტემით, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სისტემით,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

 

დღის ამბები