18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ძლიერი წვიმა იმერეთში - სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

სტიქიის გამო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. იმერეთის ვიცე-გუბერნატორის სოსო ხახალეიშვილის თქმით, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში შტაბებია შექმნილი, რომლებიც მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული.

სამხარეო ადმინისტრაციის თქმით, მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.

ძლიერი წვიმა იმერეთის რეგიონში რამდენიმე დღეა რაც გრძელდება, სინოპტიკოსები გამოდარებას მომდევნო დღეებშიც არ ვარაუდობენ.

დღის ამბები