ხვალ, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების განცხადებით, უნალექო ამინდი მხოლოდ ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაფიქსირდება.
23-24 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში, როგორც ქვეყნის დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში, ძლიერი წვიმა და დასავლეთის ქარის გაძლიერებაა ნავარაუდევი. საქართველოს აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.
საქართველოში 25 მაისიდან გამოიდარებს.