18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ყაზბეგის 22 ნომერში მოჭრილი 45 ხე - გამოძიების შედეგები ცნობილია

გასულ წელს, აგვისტოში ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი 45 ხე და ახალი მშენებლობის დაწყების მიზნით მოსუფთავებული ტერიტორია - გამოძიების შედეგები უკვე ცნობილია და საქმეს უკვე ჰყავს ბრალდებული - ექსპერტი, რომელმაც თავის დასკვნაში დაწერა, რომ ხეები დაავადებული იყო.

პროკურატურა ამბობს, რომ დასკვნა ყალბი იყო. შესაბამისად, ხეები ჯანმრთელი ყოფილა და მოჭრას არ ექვემდებარებოდა. ალექსანდრე აფციაურის დასკვნის საფუძველზე მერიაში ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა. ექსპერტი 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

თავად ბრალდებული ექსპერტი ადასტურებს, რომ მან ხეების დაავადება დააფიქსირა, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ისინი მოსაჭრელი იყო, ვინაიდან, მისივე თქმით, მსგავსი დაავადება უამრავ მცენარეს აქვს და მისი განკურნება შესაძლებელია.

სანამ ყაზბეგის 22-ის გამოძიება გრძელდება, ხეების ჭრა თბილისში სხვა ადგილებშიც მიმდინარეობს. მაგალითად ე.წ. თაბორი რეზორთი, შინდისი-კრწანისის ახალი გზის გასწვრივ, თანაინვესტირების ფონდი გოლფის მოედნებს აშენებს. პარტიზანი მებაღეები ეჭვობენ, რომ აქაც საღი ხეები იჭრება. ხელოვნურად წვავენ ხეებს ხუდადოვის ტერიტორიაზე.

ყაზბეგის 22-ში კი ხეების მოჭრიდან 9 თვე გავიდა, ახლა მთავარი კითხვაა მხოლოდ ექსპერტს მოუწევს პასუხისგება თუ ბრალდებულთა სიას ჩინოვნიკებიც შეუერთდებიან.

ავტორი: გვანცა სუთიძე.

 

დღის ამბები