აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში რუსთავი 2-ს განუცხადეს, ადგილზე ტექნიკა უკვე გაშვებულია, რომელიც ტერიტორიას გაწმინდავს და მოძრაობა უახლოეს საათებში გზა გაიხსნება.
დეპარტამენტის ცნობით, გზის სავალი ნაწილი სრულად დაფარულია, თუმცა მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა არ არის.