ჟურნალისტი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი დარასელიას მტკიცებით, პატრულმა უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც ის ერთ-ერთ მოქალაქეს გამოესარჩლა. მისი განცხადებით, ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე, სადაც ხელბორკილებით რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
გიორგი დარასელიას მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმეების ჩვენებების გათვლისწინების გარეშე მიიღო. დარასელია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ბრალდებების საპასუხოდ შსს-ში აცხადებენ, რომ დარასელიამ საპატრულო პოლიციას სამუშაოს შესრულების საშუალება არ მისცა და ის კანონის ყველა წესის დაცვით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. ფოტომასალას თავად დარასელია ავრცელებს.