18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
მეწყერი აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე - სოფელი ჯუთა გარესამყაროს მოწყვეტილია

უამინდობის გამო მეწყერი ჩამოვიდა აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე.
ტერიტორიაზე ამ დრომდე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა. გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი ჯუთა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე დილიდან იწყებს მუშაობს მძიმე ტექნიკა და ვარაუდობენ, რომ დღის პირველ ნახევარში მოძრაობა აღდგება.

„ინტენსიური წვიმების გამო, რომელიც აქამდე ჯერჯერობით არ წყდება, ჯუთის ასასვლელში ჩამოსულია მიწისა და კლდის საკმაოდ დიდი მასა. მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ ჯუთისთვის. ეს ერთადერთი გზა არის, ეს მონაკვეთი საკმაოდ პრობლემურია, როდესაც ამ ადგილას საკმაოდ ინტენსიური ნალექია, ხევებში მუდამ არის გამონატანი, მაგრამ ამჯერად, საკმაოდ დიდი მასაა გამოსული,“ - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.

დღის ამბები