18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ბათუმში ე.წ. ერმაკოვის ჯიხურების აღებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა გვიან ღამით ბათუმში ე.წ. ერმაკოვის ჯიხურების აღება. ბათუმის მერიამ სანაპირო ქუჩის ჯიხურებისგან გათავისუფლება ღამის 2 საათზე გადაწყვიტა და შესაბამისი ტექნიკაც მიიყვანა.

გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურების მეპატრონეები მერიის თანამშრომლებს ჯიხურების აღების საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. მათ თქმით, ჯიხურები მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ჯიხურების აღებას მერია ერთი წლის წინაც გეგმავდა, თუმცა მოვაჭრეთა წინააღმდეგობის გამო პროცესი დროებით შეჩერდა.

„ეს არის დაქირავებული პერსონალი ოთხი ბიზნესმენის მხრიდან, ისინი ყოველდღიურად უხდიან მათ ხელფასის სახით თანხას. ეს არის ოთხი პიროვნების არალეგალური ბიზნესი, რომლებთანაც მოლაპარაკებაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. მათ ბიზნეს ინტერესებს ვერ გადავაყოლებთ ქალაქის კეთილდღეობას,“ - განაცხადა საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ.

დღის ამბები