ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი საქმის სრულფასოვან გამოძიებასა და ყველა მოვაჭრისთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებთან პროკურატურის წარმომადგენელი გამოვიდა და შესთავაზა, რომ 3 მათგანი შეხვედროდა მთავარ პროკურორს, რაზეც დაზარალებულებმა უარი განაცხადეს. ისინი მოითხოვენ, რომ ირაკლი შოთაძე მათთან შესახვედრად გარეთ გამოვიდეს ან ყველას ერთად შენობაში შეხვდეს.
ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორი იმ ადამიანებს მფარველობს, ვინც სავაჭრო ცენტრში ხანძარი გააჩინა და განზრახ მოაწყო.
დაზარალებულები მათი პრობლემების მოგვარებამდე, ყიველდღიურად გეგმავენ აქციების გამართვას.