არასამთავრობო ორგანიზაციები ოზურგეთის საკრებულოს წევრებს სხდომის გადადებისკენ მოუწოდებენ. სხდომა, სადაც თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების საკითხი უნდა განიხილონ, დღეს 16 საათზეა დაგეგმილი.
სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო კანონის ძირითად მოთხოვნას, საჯაროობის პრინციპს, არღვევს. მათი თქმით, მოსახლეობასთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა.