18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
სახალხო დამცველმა თავისი ყოველწლიური ანგარიში არასამთავრობო სექტორსა და დიპკორპუსს გააცნო

სახალხო დამცველმა თავისი ყოველწლიური ანგარიში არასამთავრობო სექტორსა და დიპკორპუსს გააცნო. ომბუდსმენის ანგარიშში საუბარია იმ ხარვეზებზე, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულების სისტემას, საგამოძიებო ორგანოებსა და ადამიანის უფლების დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, არაერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ მიმართულებით გაიცა, კვლავ შეუსრულებელია.

„ანგარიში ყველა საკითხს მოიცავს, დაწყებული მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზებიდან, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურის სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ გამოწვევებზეც არის საკმაოდ დეტალურად საუბარი. ასევე ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები