18 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
თბილისში გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს მეტროსადგურ დიდუბისა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიებიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა. თბილსერვის ჯგუფი ორივე მონაკვეთზე სამუშაოებს ერთდროულად ახორციელებდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო საქმიანობა. მერიის ცნობით, დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა. 

დღის ამბები