18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ეროვნული ცენტრი სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას პირდაპირ რეჟიმში აკვირდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას პირდაპირ რეჟიმში აკვირდება. ვიდეო მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით 1500-მდე სკოლაში ხორციელდება.

მაია მიმინოშვილის თქმით, თბილისში გამოცდები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა რეგიონებში სტიქიის შედეგად ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, რის გამოც რამდენიმე სკოლაში გამოცდა დაგვიანებით დაიწყო.

„4 სკოლა იყო მხოლოდ, რომლებმაც გვიან დაიწყეს პროცესი, ელექტროენერგიის პრობლემების გამო. დღესაც რამდენიმე სკოლაა, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო, უბრალოდ მიწოდება შეწყდა ელექტროენერგიის, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში აღდგა,“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა. 

დღის ამბები