ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებთან ერთად, საქართველოს მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. უფლებადამცველის განცხადებით, პროკურატურა ვერ აწარმოებს ეფექტურ გამოძიებას ბავშვთა სამყაროს შენობის დაწვასთან დაკავშირებით.
დაზარალებულები დამწვარი ქონების სრულ კომპენსაციას მოითხოვენ. ისინი აქციების გაგრძელებას პერმანენტულად გეგმავენ.
„ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს შენობებს უწვავს, არის ხელისუფლება? უნდა გადადგეს სამარცხვინო პროკურორი შოთაძე და უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება. მაგრამ, სანამ მთავარ პროკურორს არ დაურეკავს გენერალური პროკურორი, შუშის სასახლიდან, მას არ შეუძლია რამე გააკეთოს,“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.