გუშინ, გვიან ღამით, მომხდარი ტერაქტის შედეგად, მანჩესტერის სტადიონზე 22 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი 8 წლის გოგონაა. ის ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდეს კონცერტზე, სტადიონზე, სალაროებთან ახლოს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
აფეთქებას ხალხში პანიკა და ჭყლეტა მოჰყვა.
გარდაცვლილებს შორის არის 18 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ამერიკელი ვარსკვლავის კონცერტს ესწრებოდა.
დიდ ბრიტანეთში გუშინ ყველაზე საზარელი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, 2005 წლის 7 ივლისის აფეთქებების შემდეგ, რომელმაც 52 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ უკვე აიღო.
ფოტოების სანახავად გადადით მბულზე.