მანჩესტერში მაშტაბური რეიდები დაიწყო. ბრიტანეთის სპეცსამსახურები ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, მარტო მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი, რომელმაც სტადიონზე ხელნაკეთი ბომბი აამოქმედა.
ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ერთი მოზარდი. ამ დრომდე ეძებენ 5 ბავშვს, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი. ასევე მძიმეა რამდენიმე დაზარალებულის მდგომარეობა.
ადგილზე დაიღუპა თავდამსხმელიც. ბრიტანეთის სპეცსამსახურმა მისი ვინაობა უკვე დაადგინა. გავრცელებული ცნობით, მას სალმან აბედი ჰქვია. სპეცსამსახურები ცდილობენ, დაადგინონ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ არა.
დღეს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრიდან დღეს ხალხის ევაკუაციაც განხორციელდა.
დაკავებულია 23 წლის მამაკაცი.
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მანჩესტერში ჩავიდა და გამოძიების წინასწარ შედეგებს პირადად გაეცნო.
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ტერაქტის მოწყობა საკუთარ თავზე უკვე აიღო.
მანჩესტერის სტადიონზე მოწყობილი ტერაქტის გამო, დიდ ბრიტანეთში გლოვაა გამოცხადებული.
ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.