ჰოლანდიაში, რემბრანდტის მშობლიურ ქალაქში, ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა იხსნება. 23-ვე ავტორი აფხაზეთიდანაა.
ექსპოზიცია სახელწოდებით - როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი მოგვითხრობს დევნილი მხატვრების მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიასა და მოლოდინზე. ამით მხატვრები მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანებიან.
გალერეა ზონეში ექსპოზიცია 26 მაისს გაიხსნება.