18 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
კლინიკა "ლანცეტის" ყოფილ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა ლანცეტის ყოფილ დირექტორს, ფარმან ჯეირანლს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პრაქტიკულად სრულად გაიზიარა ბრალდების არგუმენტები და არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდის თაობაზე.

ფარმან ჯეირანლი პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდებით არის დაკავებული.

ის დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატები დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები