გორის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, არინა თავაქარაშვილის, განცხადებით, გორისთვის თვითმმართველი სტატუსის დატოვებისა თუ ჩამორთმევის განხილვაზე დასწრება ნებისმიერ რიგით მოქალაქეს უნდა შესძლებოდა.
ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
არინა თავაქარაშვილის განცხადებით, გორს მხოლოდ ქალაქის სტატუსი არ უნდა დარჩეს. მან თვითმმართველობის გარეშე დარჩენილი ქალაქი მუმიას შეადარა.
„სად არის გორი, როგორც ქალაქი? სახელად დაგვრჩა ყველაფრის გარეშე, რაც თვითმმართველობას სჭირდება. სახელად მარტო ქალაქი არაფერს ნიშნავს,“ - განაცხადა არინა თავაქარაშვილმა.
მისი თქმით, თვითმმართველობამ მოქალაქეებს უნდა მოუსმინოს.