18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება - არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისთვის გასაგზავნ მიმართვას ამზადებენ.

სამოქალაქო სექტორი  თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოების უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თუ ჩვენ თვითმმართველობებს გავამსხვილებთ, მსხვილი თვითმმართველობები არ არის ხალხთან ახლოს და ისინი უფრო მეტად არიან ორიენტირებული ცენტრალური ხელისუფლების ვერტიკალზე. ეს უფრო მეტად არის სწორედ პარტიული ხაზით წაყვანა თვითმმართველობების,“-განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს, მთავრობას თვის ბოლოს წარედგინება.

ექსპერტები პროცესებში ფართო ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ურჩევენ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

„დოკუმენტები რაც იყო წარმოდგენილი ყველა არის ფაქტობრივად არასწორი, მცდარი და ფაქტობრივად არგუმენტები აღარ არსებობს. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციების შედეგად თავად საკრებულოებმა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღეს. მე ვფიქრობ, რომ მოქალაქეებთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს,“-აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი.

დღის ამბები