04 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
საზეიმო ფიცი, გამოფენები და აუქციონი - თბილისში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

თბილისში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. 26 მაისს 300-ზე მეტი წვევამდელი ფიცს საზეიმოდ დადებს, მათ წუხელ გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გაიარეს. დამოუკიდებლობის დღეს წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ქართული და უცხოური ჯავშანტექნიკაც, რომელიც თბილისის გარდა 12 რეგიონშიც გამოიფინება. წელს პირველად ამ დღეს შოთა რუსთაველის და ვეფხის ტყაოსნის თემატიკა დაემატება. გაიმართება ნახატების აუქციონიც და შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. ღონისძიებებს გალა კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები