18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
დეპუტატი გელა მიქაძე ღირსების შელახვაზე დავას და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გეგმავს

დეპუტატი გელა მიქაძე რასელ ხაიმას საემიროს წინააღმდეგ - პატრიოტთა ალიანსის წევრი ღირსების შელახვაზე დავას და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გეგმავს.

მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გელა მიქაძე პოლიტიკურ დევნად აფასებს და სამართლებრივი ბრძოლაზე საუბრობს.

პატრიოტთა ალიანსის წევრი ამბობს, რომ მან არაბული კომპანია რაკიას მფლობელთან, რამდენიმე საქმე უკვე მოიგო. 

„სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გავიგე გუშინ ტელევიზიით. მე ელემენტარული უწყება მაინც უნდა ჩამბარებოდა, რომ ამეყვანა იმ ქვეყანაში ადვოკატი. ნებისმიერ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად შევიტან სარჩელს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

"მე მზად ვარ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში, სადაც არსებობს სამართალი, ეს ინგლისი იქნება, შვეიცარია, საფრანგეთი, ნებისმიერ სასამართლოში, მე უცხოეთში მოგებული მაქვს, მზად ვარ გავაგრძელო.

"სასამართლო ხელისუფლება არის ერთ ოჯახის ქვეშ და იქ გამოიტანენ გადაწყვეტილებას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,“-განაცხადა გელა მიქაძემ.

გელა მიქაძის თქმით, ის იყო კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯანაშიასთან ერთად, რაც შემდეგ კომპანია რაკიას მიჰყიდა. წილის ღირებულებამ კი 17 მილიონი შეადგინა. პატრიოტთა ალიანსის წევრი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა გახდა კომპანია რაკიასთვის წლების შემდეგ დავის მიზეზი. 

შეგახსენებთ, რომ 17 მილიონი დოლარის გაფლანგვისთვის ქართველ დეპუტატს საემიროების სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები