ევროპის დღეების ფარგლებში, დედაქალაქის საკრებულოში საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის სპეციალური შეხვედრა მოეწყო. სპეციალურად კვირეულისთვის დაგეგმილ ფორუმს ენერგეტიკისა და ევროინტეგრაციის მინისტრები, ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მასპინძლობენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე და იმ პროექტებზე, რომელიც საზოგადოებრივი აქტიურობის მიზნით ხორციელდება.
„ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს არ აქვს და ზუსტად ასეთი სემინარებით იქნება შესაძლებელი უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.