ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი Digital TV გამოჩნდა. ინტერნეტისა და სატელიტური თეფშის გარეშე საქართველოში მცხოვრებ აბონენტებს 50-მდე ქართული და უცხოური არხის მიღება უკვე შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Digital TV-ის ინსტალაციას და ქსელში ჩართვას აბონენტბი თავად შეძლებენ.
ახალი საკაბელო ოპერატორის სიგნალი ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.