საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთსა და სინგაპურში საქმიანი ვიზიტი შეაჯამა. ფონდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია სიეფსისთანსთან ერთად შეიქმნა საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი.
საპარტნიორო ფონდი ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ფორუმის ფარგლებში, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გაერთიანების წევრი გახდა. ხელი მოეწერა ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია სინოშუესთან.
ჩინეთის გარდა, საქმიანი შეხვედრები შედგა სინგაპურშიც.
„დიდია ინტერესი იმ პროექტის მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება - ჩაის რეაბილიტაციის. იძლევა საშუალებას, რომ დაახლოებით 500 მილიონი დოლარი იყოს მხოლოდ ჩინეთის მხრიდან შემოტანილი,“ - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.